ქალიშვილობის ინსტიტუტი

პაპსა თემაა ხომ? ტეხავს?
მკიდია.

ხოდა, რა უნდა მეთქვა.
ქალიშვილობის ინსტიტუტი კი არ ტეხავს, ის ხალხი ტეხავს, ვის გამოც ეს ინსტიტუტი არსებობს.

ანუ, ბიჭები. ქართველი ბიჭები, კაცები, მამრობითი სქესები.

ყველას უნდა, რომ გოგო “იძლეოდეს”. მაგრამ არა-ქალიშვილს რამდენი მოიყვანს ცოლად?
ლაპარაკში ეგებ კიდეც თქვას პრადვინუტმა ახალგაზრდამ, მთავარი სიყვარულიაო, მარა რეალურად?

ტეხავს, მეგობრებო.
რა გამოდის, ვისთანაც ერთხელ სექსი გექნება, იმ გოგოს სამუდამოდ გაუთხოვარს ტოვებ? თუ ვინმე შენზე მდაბიოს უნდა მითხოვდეს, ვისთვისაც სულერთია, ქალიშვილი იქნება თუ არა მისი ცოლი? ან საიდან მოდის საერთოდ ეს ლოგიკა… კაცი რაც უფრო მეტს ტყნავს, მით უფრო მაგარი როჟაა. ქალი – აპ აპ აპ! მხოლოდ ერთი! და ისიც მე! ქალი ხომ ერთჯერადია! უფრო სწორად, ერთმომხმარებლიანი! მერე აღარ ვარგა!

მოგიტყანთ ლოგიკა.
მოგიტყანთ პრინციპები, რომლის შედეგიც ბიჭების მიერვე თითზე დახვეული აპკია;
რომლის გამოც, გოგოების უმეტესობას სექსი ქორწილამდე ვერ აქვს და პოსტ-გარდატეხის ასაკს ათმაგად მძიმედ ატარებენ;
რომლის გამოც, ცხოვრების აზრზე მოსვლამდე თხოვდება უმრავლესობა, ერთ-ორ წელიწადში ხვდება, რომ მაგარ ტრაკშია, შორდება ქმარს, ამ ყველაფერში ბავშვი იჭყლიტება და იზრდება ტრავმიანი.
თქვენნაირი ტრავმიანი, დაკომპლექსებული, შეზღუდული, გადახრებიანი, დაულაგებელი, რომელიმე მშობლის სითბო მოკლებული.

დაშორების მიზეზი რა არის ხოლმე? უფ, ნებისმიერი რამ! სულო და გულო! რომელი ერთი!
ყველაზე ხშირი კი – ისევ ტესტოსტერონი. და ისევ მუტლებში სიარული.
რა მოხდა მერე, ცოლი უყვართ, მაგრამ რასაც ვერ აკადრებენ – იმისთვის მუტლებში მიდიან.

ტეხავს!
ტეხავს, როცა ვინმესთან პატიოსნებაზე გაქვს პრეტენზია და შენთვითონ ძმაკაცებთან ერთად ბოზებში სიარული საამაყო ტრადიციად მიგაჩნია.
ტეხავს, როცა პატიოსნების განმსაზღვრელი მხოლოდ მთელი აპკია…

არ დამიწყოთ ახლა, რომელ საუკუნეში ხარ, გამოკეთდა სიტუაციაო.
გამოკეთდა არა ბოთლი!
თხუთმეტი წლის წინანდელისგან განსხვავებით გოგოები რომ დღეს ჭიპგადმოყრილები დადიან, არაფერს ნიშნავს ეგ.
ანალი რომ აღმოაჩინეს და აპკს ამ ფორმით უფრთხილდებიან, არც ეგ ნიშნავს რამეს.
1000 გოგოდან 5-მა რომ დაიკიდა ყველაფერი და ზედმეტი თავისუფლებისგან გაბრუებული ფეხებგაშლილი ეგებება ყველას, ესეც არაფერია.
მეინსტრიმში იგივე ხდება. და უარესები.

ეგრეა.
და ტეხავს, რომ ეგრეა.
და ტეხავს ის, რომ ვინც ამბობს, ეს ტეხავსო, თავადაც იგივე აზრზეა. ფარულად ოღონდ. ან მაშინ, საქმე საქმეზე რომ მიდგება.

შეიძლება კიდევ ამ თემის გაშლა.
მაგრამ დღეს – არა.

ძილი ნებისა.

4 Comments

Filed under Uncategorized

Hello world!

Hello world!
გამარჯობა სამყარო!
აი მეც აქ ვარ!
და მსგავსი სათაურები
მაგრად ტეხავს.

გავიგეთ უკვე ყველამ, ამოვიდა ყელში. აღარ არის ორიგინალური ბლოგის ასე დაწყება. ვის ესალმები? რა სამყაროს? მაქსიმუმ რამდენიმე შენნაირმა მოცლილმა წაიკითხოს ეგ ბლოგი. ბლოგი, რომელზეც აპირებ წერო შენს გრძნობებზე და დეპრესიაზე. ან, ახალ კაბაზე და შეყვარებულზე.
ყელშია.

რამე ახალი მოიფიქრეთ.
მე კი ნუ მომბაძავთ. მე იმიტომ ვიწყებ ასე, რომ მაქვს უფლება.
მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც ტეხავს. იმიტომ, რომ თავად ვამბობ, ტეხავს-მეთქი.

გასაგებია?
ჰოდა ძალიან კარგი.

გინდათ გაიგოთ ხოლმე, რა ტეხავს? ინტერნეტში, საქართველოში, ადამიანებში….
უფრო სწორად, რას ვთვლი მე, რომ ტეხავს.
მაშინ შემოდით ხოლმე.
თუ არ გაინტერესებთ და აქ დაწერილი ტექსტები კონკრეტულ ადგილებს აგიწვავთ – ნუ შემოხვალთ ხოლმე.
ძალიან მარტივია.

და ნუ მომწერთ მეილზე “აი ეს ტეხავს და ამაზე დაწერე :)))”.
არ დავწერ. იმიტომ, რომ პირადია ეს ბლოგი. და სულ მკიდია, რას ფიქრობენ ჩემი “მკითხველები”.

ჰოდა ვსიო.
see ya, world.

Leave a Comment

Filed under Uncategorized