Hello world!
გამარჯობა სამყარო!
აი მეც აქ ვარ!
და მსგავსი სათაურები
მაგრად ტეხავს.
გავიგეთ უკვე ყველამ, ამოვიდა ყელში. აღარ არის ორიგინალური ბლოგის ასე დაწყება. ვის ესალმები? რა სამყაროს? მაქსიმუმ რამდენიმე შენნაირმა მოცლილმა წაიკითხოს ეგ ბლოგი. ბლოგი, რომელზეც აპირებ წერო შენს გრძნობებზე და დეპრესიაზე. ან, ახალ კაბაზე და შეყვარებულზე.
ყელშია.
რამე ახალი მოიფიქრეთ.
მე კი ნუ მომბაძავთ. მე იმიტომ ვიწყებ ასე, რომ მაქვს უფლება.
მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც ტეხავს. იმიტომ, რომ თავად ვამბობ, ტეხავს-მეთქი.
გასაგებია?
ჰოდა ძალიან კარგი.
გინდათ გაიგოთ ხოლმე, რა ტეხავს? ინტერნეტში, საქართველოში, ადამიანებში….
უფრო სწორად, რას ვთვლი მე, რომ ტეხავს.
მაშინ შემოდით ხოლმე.
თუ არ გაინტერესებთ და აქ დაწერილი ტექსტები კონკრეტულ ადგილებს აგიწვავთ – ნუ შემოხვალთ ხოლმე.
ძალიან მარტივია.
და ნუ მომწერთ მეილზე “აი ეს ტეხავს და ამაზე დაწერე :)))”.
არ დავწერ. იმიტომ, რომ პირადია ეს ბლოგი. და სულ მკიდია, რას ფიქრობენ ჩემი “მკითხველები”.
ჰოდა ვსიო.
see ya, world.
